Friday, July 13, 2018

მე-9 დღის რეფლექსია


ვფიქრობ ის დღეები,რომელსაც პროექტის ფარგლებში თითოეული ჩვენგანი ატარებს ნაყოფიერი და პრაქტიკულად გამოსაყენებელი აღმოჩნდება.დღეს წარმოვადგინეთ პრეზენტაცია,საინტერესო იყო დღევანდელი დღე.მადლობას გიხდით, ქალბატონო მაია იმ საფუძვლიანი სწავლებისთვის და ენერგიისთვის რომელსაც ჩვეთვის არ იშურებდით.

მოსწავლის პრეზენტაცია

პროექტის პრეზენტაცია

Thursday, July 12, 2018

მეერვე დღის რეფლექსია

კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით.ჩემი პროექტი ვფიქრობ სრულყოფილი გახდა,კიდევ უფრო დაიხვეწა.მადლობას გიხდი მაია ასეთი გულისხმიერებისთვის.

Monday, July 9, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია.

დღეს ვისწავლეთ ინდივიდუალური განსხვავება სწავლების დროს. ბლოგზე დავდეთ ჩვენი პორტფოლიო,დიფერენცირებაზე მოვისმინეთ ლექცია. უკვე ბევრი რამ ვისწავლე მადლობა მაია ჯოხაძეს.

Monday, July 2, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

გავასწორეთ ბუკლეტები.შევიტანეთ შესწორებები.სიცხისაგან ვეგარ ვაზროვნებ.

იგავი თუ არაკი?


საგანი-ქართული  


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
·       ზოგადი კითხვა                              
           როგორ ვსწავლობთ სიბრძნეს?   
·       თემატური კითხვები
რა მნიშვნელობა აქვს იგავ-არაკს თანამედროვე ცხოვრებაში?
რა განაპირობებს იგავ-არაკის პოპულარობას?
რატომ იგონებდნენ ადამიანები იგავ-არაკებს?
·       შინაარსობრივი კითხვები
რა არის იგავ-არაკი?
რა თვისებებით ხასიათდება დადებითი პერსონაჟები?
რას გვასწავლის იგავ-არაკი?

Friday, June 29, 2018

მესამე დღის რეფლექსია

პროექტი ბევრ ისეთ დეტალს მოიცავს რაც ჩვენთვის როგორც იმ ადამიანებისთვის,ვისაც მომავალ თაობებთან აქტიური შეხება გვაქვს, ძალიან მნისვნელოვანი და ბევრი სიახლის მომტანია.

Thursday, June 28, 2018

მეორე დღის რეფლექსია. ტრენინგზე მოვდიოდი მოლოდინით რომ შევიძენდი ახალ ცოდნას. განვამტკიცებდი21-ე საუკუნის უნარ -ჩვევებს'  ძალიან საქმიანი და სასიამოვნო გარემოა და რაც მთავარია პროდუქტიული.

Tuesday, June 26, 2018

პირველი დღის რეფლექსია

აღარ მახსოვდა საქაღალდის შექმნა დ დისკზე შენახვა. გავიხსენე პირველი დონის სახელმძღვანელოები...ძალიან მომეწონა ტრენერი, აუდიტორია.ვისწავლე ბლოგის შექმნა,გავეცანი 21 საუკუნის უნარ ჩვევებს. აზროვნებაში მიშლის ხელს ჰაერის ტემპერატურა. სწრაფად გავიდა დრო რადგან საინტერესოდ მიდიოდა ტრენინგი.